3 წლის და 2 თვის წინ
ჟუნიორ ფირპო: “ბარსელონას” გამო ძალიან ბედნიერი ვარ”
ჟუნიორ ფირპო: “ბარსელონას” გამო ძალიან ბედნიერი ვარ”

როგორც მოგეხსენებათ, 2019-2021 წლებში კატალონიის “ბარსელონაში” ჟუნიორ ფირპო ასპარეზობდა. 

ამჟამად 26 წლის მცველი “ლიდს იუნაიტედის” ღირსებას იცავს.

ფირპომ “ბარსელონაში” გადარებულ ოერიოდზე ისაუბრა:

“მე ვფიქრობ, რომ ბარსა ახლა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ბოლო წლებში. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ადამიანები, რომლებსაც ამდენი არ მოუგიათ და მშივრები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ მათ გამო.” - განაცხადა 26 წლის მცველმა.

ცნობისთვის, ფირპომ “ბარსელონაში” ჩატარებულ 42 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები