2 წლის და 3 თვის წინ
სავიო “ბარსელონას” რადარზეა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, “ჟირონა” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია, კატალონიური გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით “რეალთან” ერთად პირველ ადგილს ინაწილებს.
საგულისხმოა, რომ კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 19 წლის სავიო გახლავთ, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ხოაკიმ პიერას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავიო “ბარსელონას” რადარზეა.
ჩავი ერნანდესის გუნდი ახალგაზრდა მოთამაშის შეძენას გეგმავს.
საგულისხმოა, რომ სავიოს შეძენა “მანჩესტერ სიტისაც” სურს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ