10 თვის და 3 კვირის წინ
"ის მომწონს" - ჩავიმ სამიზნისადმი ინტერესი დაადასტურა
"ის მომწონს" - ჩავიმ სამიზნისადმი ინტერესი დაადასტურა

"ლას პალმასთან" მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ჟირონას" 26 წლის ნახევარმცველით, ალეიშ გარსიათი დაინტერესება დაადასტურა.

"გითხარით, რომ გარსია მომწონს.

მასთან ან ნებისმიერ სხვა ფეხბურთელთან არ მისაუბრია. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამ თვეში რომელიმე მოთამაშის დამატებას, თუმცა დეკუსთან და ლაპორტასთან უწყვეტ კონტაქტზე ვართ," - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი შუახაზელის გაფორმებას "ბლაუგრანა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტად მიიჩნევს. გარსიას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, ზოგიერთი წყარო კი 12 მილიონ ევროსაც ასახელებს. მოარული ხმების თანახმად, ტრანსფერში შეიძლება პაბლო ტორე, ორიოლ რომეუ ან მიკაილ ფაიე ჩართონ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში ალეიშმა თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები