2 წლის წინ
პედრის მალე დაბრუნება უნდა - რას აპირებს "ბარსელონა"
ავტორი
Aa
"ბარსელონაში" სურთ, რომ პედრი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რვიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ესპანეთის სუპერთასის მატჩებისთვის მწყობრში იყოს, თუმცა კლუბს რისკის გაწევა არ უნდა.
მიუხედავად პედრის მოწადინებისა, სამწვრთნელო შტაბი 21 წლის ნახევარმცველის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.
კატალონიური გამოცემა ასევე გვატყობინებს, რომ "ბლაუგრანა" უკვე შეუდგა სპეციალური გეგმის განხორციელებას, რომელმაც გონსალესის კუნთის ტრავმებს წერტილი უნდა დაუსვას.
პედრი ახლა ესპანეთში ყველაზე ცნობილ ფიზიოთერაპევტის, რაულ მარტინესის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსა" "ოსასუნას" 11 იანვარს დაუპირისპირდება, 15 იანვარს კი ფინალია ჩანიშნული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი