3 წლის და 1 თვის წინ
ლაპორტამ მესის საპატივსაცემო მატჩი დაგეგმა - დეტალები
ლაპორტამ მესის საპატივსაცემო მატჩი დაგეგმა - დეტალები

ჟოან ლაპორტასა და ხორხე მესის შეხვედრაზე ლეო მესის საპატივსაცემო მატჩის საკითხი იქნა განხილული, - წერს Mundo Deportivo.

"ბლაუგრანას" პრეზიდენტს სურს, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს კატალონიური გრანდის ქომაგები ისე დაემშვიდობნონ, როგორადაც იგი იმსახურებს.

ლაპორტა მატჩის ჩატარებას 2024/2025 წლების სეზონში გეგმავს. ამ დროს "კამპ ნოუს" სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იქნება. გარდა ამისა, 2024 წელს "ბარსელონა" დაარსებიდან 125 წლისთავს აღნიშნავს.

რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაში ჟოანმა საჯაროდ დადო პირობა, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავის "ბარსელონურ" კარიერას საკადრის პატივს მიაგებდა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ "პარი სენ ჟერმენს" 2021 წლის აგვისტოში მიაშურა. პარიზული კლუბთან მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.


Facebook კომენტარები