2 წლის წინ
ცნობილია: შეძლებს თუ არა კანსელუ სუპერთასზე თამაშს
ცნობილია: შეძლებს თუ არა კანსელუ სუპერთასზე თამაშს

"ბარსელონას" პორტუგალიელმა ფლანგელმა, ჟოაუ კანსელუს "ლას პალმასთან" მატჩი ნაადრევად დატოვა, რისი მიზეზიც მე-10 წუთზე მიღებული ტრავმა გახლდათ.

მიუხედავად ჩავის განცხადებისა, რომ 29 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ ჩანს, ესპანურ პრესაში სხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როხერ ტორელოს თქმით, ჟოაუმ ფეხი იღრძო.

ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ კანსელუმ ესპანეთის სუპერთასის მატჩებში მიიღოს მონაწილეობა.

"ბარსას" ორიანის დაბრუნებას იანვრის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსა" "ოსასუნას" 11 იანვარს დაუპირისპირდება, ფინალი კი 15 იანვარსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები