2 წლის წინ
“ჟირონას” ნიკო გონსალესის შეძენა სურს
“ჟირონას” ნიკო გონსალესის შეძენა სურს

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის, ნიკო გონსალესს არაერთი მსურველი ჰყავს.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჟირონას” 22 წლის ნახევარმცველის შეძენა სურს.

საგულისხმოა, რომ “პორტუს” არ სურს ახალგაზრდა მოთამაშის იაფად გაყიდვა, მითუმეტეს ”ბარსელონაც” მიიღებს სარგებელს შესაძლო ტრანსფერიდან.

ცნობისთვის, ნიკო გონსალესმა მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები