2 წლის წინ
ცნობილია! - რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში კატალონიის “ბარსელონას” მაისურით არაერთმა ფეხბურთელმა იასპარეზა.
დიდი კონკურენციის გამო არაერთ მოთამაშეს ეძლევა დასვენების საშუალება, თუმცა არიან გამონაკლისებიც.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში ილქაი გიუნდოგანმა და ლამინე იამალმა მიიღეს მონაწილეობა.
გერმანელ შუახაზელს 90%-იანი მაჩვენებელი აქვს, მის ანგარიშზე შესაძლო 2250 წუთიდან 2047 წუთი გახლავთ. 16 წლის ვუნდერკიდს კი 49%-იანი შედეგი აქვს, მას 1111 წუთი აქვს მოედანზე გატარებული.
ცნობისთვის, “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში საბოლოო ჯამში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი