3 წლის და 2 თვის წინ
რა თანხას სთავაზობდნენ "ბარსას" იანვარში რაფინიას სანაცვლოდ
რა თანხას სთავაზობდნენ "ბარსას" იანვარში რაფინიას სანაცვლოდ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" "ლიდსიდან" რაფინია დაიმატა, თუმცა ბრაზილიელით ხშირად უკმაყოფილოები რჩებიან.

ალფრედო მარტინეზის ინფორმაციით, იანვარში ლონდონის "არსენლმა", კატალონიურ კლუბს რაფინიას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა "ბლაუგრანამ" "მეთოფეები" უარით გაისტუმრა.

"არსენალი" 2022 წლის ზაფხულშიც დაინტერესებული იყო ბრაზილიელის ტრანსფერით, თუმცა რაფინიამ ლონდონს ბარსელონა ამჯობინა.

ამჟამად, 32 მატჩში, რაფინიას ანგარიშზე 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები