2 წლის და 3 თვის წინ
“ბარსელონა” ჯესი ლინგარდის შეძენით ინტერესდება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, 31 წლის ინგლისელ ფეხბურთელს, ჯესი ლინგარდს გუნდი არ ჰყავს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” თავისუფალი აგენტის სტატუსით ლინგარდის დამატებას განიხილავს.
ჯესის თანხმობის შემთხვევაში გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი ექნება. “ბლაუგრანა” 31 წლის მოთამაშის დამატებას გამოცდილების გამო გეგმავს.
ცნობისთვის, ჯესი ლინგარდს კარიერის მანძილზე “მანჩესტერ იუნაიტედში”, “დერბიში”, “ბრაიტონში”, “ბირმინგემში”, “ვესტ ჰემსა” და “ლესტერში” უთამაშიათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ