logo

"ამას არასდროს დავივიწყებ" - "ბარსას" ბრწყინვალე საქციელი

"ამას არასდროს დავივიწყებ" - "ბარსას" ბრწყინვალე საქციელი

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, რუშთუ რეჩბერი, რომელიც კორონავირუსით გახლდათ ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა.

ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ ვეტერანმა თურქმა Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა და ისაუბრა იმ მხარდაჭერის შესახებ, რაც მისადმი "ბლაუგრანამ" გამოიჩინა.

"მხარდაჭერა, რომელიც კლუბისგან ავადმყოფობისა და მის შემდეგ ვიგრძენი, დიდი მუხტის მომცემი იყო. "ბარსას" პრეზიდენტისაგან და კლუბის წევრებისგან კეთილი სურვილები მივიღე.

ამ დროს უმცირესი დეტალებიც კი უმნიშვნელოვანესია. ამას არასდროს დავივიწყებ.

მინდა მათ იცოდნენ, რომ ყოველთვის "ბარსელონას" ინტერესების დამცველი ვიქნები. ვისარგებლებ შემთხვევით და გადავუხდი უდიდეს მადლობას "ბლაუგრანას" ყველა წევრსა და განსაკუთრებით მისტერ ბართომეუს." - განაცხადა რეჩბერმა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან გოლკიპერს COVID19 29 მარტს დაუდასტურდა და მის სიცოცხლეს საფრთხეც ემუქრებოდა.

1 თვის წინ
526 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ