როგორც მოგეხსენებათ, 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბრაზილიელმა შემტევმა, ესტევაომ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.
გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მესინიოს” შეძენით “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი” ინტერესდებიან.
მიუხედავად ამისა, ესტევაოს პრიორიტეტი “ბარსელონაში” თამაში გახლავთ.
ბრაზილიელ ფეხბურთელს ევროპაში თამაშის უფლება 2025 წლის 18 აპრილამდე არ ექნება, რადგანაც იქამდე სრულწლოვანი არ იქნება.
დიდი ალბათობით, აქამდე “ბლაუგრანა” ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
არაერთი ესპანური წყაროების ცნობით, ერთადერთი ვარიანტი რაც ესტევაოს “ბარსელონაში” ტრანსფერს ხელს შეუშლის იქნება სხვა გუნდების არაამქვეყნიური შეთავაზება, რაც “პალმეირასს” მოხიბლავს.
ამ ეტაპისთვის, თავად ფეხბურთელი და მისი აგენტი ყველაფერს აკეთებენ, რომ კარიერა კატალონიაში გააგრძელონ.