10 თვის და 3 კვირის წინ
გადაწყდა! - ვის გაყიდის "ბარსელონა" დიდ თანხად
გადაწყდა! - ვის გაყიდის "ბარსელონა" დიდ თანხად

ესპანურ პრესაში ხშირად წერენ, რომ რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსელონას" ზაფხულში რომელიმე ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვა მოუწევს, რათა ვითარება ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს.

თუ SPORT-ს დავუჯერებთ, უკვე გადაწყვეტილიც კია, ვის გაასხვისებს კატალონიური გრანდი.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" გეგმავს, რომ ტრანსფერზე ანდრეას კრისტენსენი დააყენოს.

დანიელი მცველი სასტარტო შემადგენლობის წევრად აღარ განიხილება. გარდა ამისა, "ბლაუგრანა" "ბეტისიდან" ჩადი რიადის დაბრუნებასა და ფსონის მასზე ჩამოსვლას აპირებს, რაც ანდრეასს სათამაშო დროს კიდევ უფრო შეუმცირებდა.

ამის გათვალისწინებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგების დატოვების წინააღმდეგი არც 27 წლის ფეხბურთელი უნდა იყოს. მას პრემიერლიგური გუნდები უმიზნებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ კრისტენსენი "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში დანიელმა 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები