2 წლის წინ
რა თანხას გამოიმუშავებს "ბარსა" ესპანეთის სუპერთასზე
რა თანხას გამოიმუშავებს "ბარსა" ესპანეთის სუპერთასზე

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" მომდევნო მატჩი ესპანეთის სუპერთასის ეგიდით ელოდება.

კატალონიელები საუდის არაბეთში პამპლონას "ოსასუნას" დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური მატჩი 11 იანვარს გაიმართება, ხოლო თუ "ბლაუგრანა" ფინალში გავა, იქ უკვე 14 იანვარს ითამაშებს.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობით "ბარსა" 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს, გამარჯვებული მილიონ-ნახევარ ევროს იღებს. ფინალში დამარცხებული გუნდის ბიუჯეტი 1 მილიონი ევროთი ივსება, ხოლო ნახევარფინალში წაგებულის - 750 000-ით.

აქედან გამომდინარე, თუ "ბლაუგრანა" ესპანეთის სუპერთასს მოიგებს, 7.5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური წყვილი მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოსგან" შედგება.


Facebook კომენტარები