გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა "ბარსელონას" მაისურის დიზაინი, რომელიც შეფასდა როგორც გუნდის საგარეო ფორმა 2024/2025 წლების სეზონისთვის.

გულშემატკივრების უმეტესი ნაწილისგან ამ მაისურმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ამის თქმის საშუალებას "ბარსელონას" მიერ გამოქვეყნებული განცხადება გვაძლევს:
"ბარსელონას" უნდა უარყოს ინფორმაცია, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა 2024/2025 წლების სეზონში გუნდის საგარეო მაისურთან დაკავშირებით. კლუბი უარყოფს, რომ რაიმე ფორმით დაამტკიცა ეს დიზაინი, როგორც ამას სოციალურ ქსელში, ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში შეცდომით წერენ."
"ბარსას" ეს ოფიციალური განცხადება კიდევ უფრო აძლიერებს ხმებს იმის შესახებ, რომ კლუბს "ნაიკთან" თანამშრომლობის დასრულება სურს, რადგან მაისურების სავარაუდო დიზაინის ამსახველი ფოტოები ადრეც გამოქვეყნებულა, კატალონიელთა საჯარო გამოხმაურება კი აქამდე მათ არასდროს მოჰყოლია.