ჟოაუ პალინია "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს, - იუწყება sport.
ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თქმით, პორტუგალიელი ნახევარმცველის ამ სურვილს პირადი და სპორტული ფაქტორები განაპირობებენ.
"ფულემის" ფეხბურთელმა აღნიშნულის შესახებ თავის უახლოეს გარემოცვასაც შეატყობინა.
პალინიას კალიბრის ნახევარმცველი "ბარსასაც" ძალიან სჭირდება, თუმცა ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები კლუბს ამ ტრანსფერის განხორციელების შანსს პრაქტიკულად ისპობა.
არადა, ჟოაუზე "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ერთობ მაღალი წარმოდგენა აქვთ.
წყაროს თანახმად, "ფულემი" პორტუგალიელს 60 მილიონ ფუნტად აფასებს. სხვათა შორის, იგი გასული წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ვერ მოესწრო.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 28 წლის ვარსკვლავის მონაგარი 2 გოლი და 1 ასისტია.