logo

მესის სამსხვერპლო სია - ვინ წავა "ბარსელონადან"

მესის სამსხვერპლო სია - ვინ წავა "ბარსელონადან"

ესპანურმა Don Balon-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლეო მესი ზაფხულის სატრასფერო ფანჯარაზე გუნდში წმენდის მოწყობას აპირებს.

წყაროს თანახმად, ლიონელმა უკვე გადასცა სამსხვერპლო სია კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს.

გამოცემის თანახმად, სიაში მთავარი სახელი მარკ ანდრე ტერ შტეგენია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, "ლა პულგას" მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სათანადო შეთავაზების მიღების შემთხვევაში, "ბარსა" მას უნდა შეელიოს.

დაცვის ხაზში მესი რონალდ არაუხოსა და სამუელ უმტიტისთან გამომშვიდობებას გეგმავს, რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ წამსვლელი დუეტი დიდი ხნის წინ გამოიკვეთა - ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი.

წყარო ამატებს, რომ ლეომ ხელი ჩაიქნია უსმან დემბელეზეც. გარდა ამისა, თუ "ბლაუგრანა" ჯეროვან შეთავაზებას მიიღებს, გუნდი მარტინ ბრაითუეიტსაც გაუშვებს. ასევე გადაწყვეტილია ფილიპე კოუტინიოს საკითხიც.

რაც შეეხება იჯარებს, "ბარსა" ფრანსიშკუ ტრინკაუს, პედრი გონსალესსა და კარლეს ალენიას გაანათხოვრებს.

ბუნებრივია, რომ ასეთი რადიკალური ცვლილებების ფონზე, "ბლაუგრანამ" მრავალი ტრანსფერი უნდა შემოგვთავაზოს, ამიტომ წინ ცხელი ზაფხული გველის.

1 თვის წინ
1707 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ