logo

"ბარსას" შემოთავაზება მქონდა, მაგრამ "ლივერპულზე" ვოცნებობდი"

"ბარსას" შემოთავაზება მქონდა, მაგრამ "ლივერპულზე" ვოცნებობდი"

"კრისტალ პალასის" 30 წლის ცენტრალურმა მცველმა, მამადუ სახომ Stadiu Magთან ჩაწერილ ინტერვიუში გაიხსენა 2013 წლის ზაფხული, როცა მან "პარის სენტ-ჟერმენი" დატოვა და "ლივერპულში" გადაბარგდა.

"როცა "პსჟ" დავტოვე, მქონდა მრავალი შემოთავაზება "ბარსელონასგან", "ბაიერნისგან", "არსენალისა" და "ლივერპულისაგან".

მე "ლივერპული" ავირჩიე, რადგან ეს ისტორიული კლუბი ჩემი ოცნების გუნდი გახლდათ. მომეცა შანსი, რომ 4 წელი გამეტარებინა "ენფილდზე", საოცარ გულშემატკივრებთან ერთად.

ბორდთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ვითანამშრომლე ისეთი ტალანტების გვერდით, როგორებიც ლუის სუარესი, ფილიპე კოუტინიო, დანიელ სტარიჯი და სტივენ ჯერარდი არიან. მათთან ერთად დასამახსოვრებელი მომენტები გამოვიარე." - განაცხადა სახომ.

6 თვის წინ
591 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ