"მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის და ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმში ძალიან კარგები ვიყავით, მეორე ტაიმში არც ისე. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, სირცხვილი, რადგან დიდი საქმის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ დიდ გუნდს დავუპირისპირდით."
"ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. მათმა პირველმა გოლმა ძალიან გვატკინა. ჩვენ შეგვეძლო ანგარიში 2-0 გაგვეხადა, გვქონდა რამდენიმე შანსი, მაგრამ არ გამოვიყენეთ ისინი."
"ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე გასულ სეზონში. ჩვენ გამოვავლინეთ ხასიათი, ვითამაშეთ ისეთ ძლიერ გუნდებთან, როგორებიცაა "ინტერი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". მომავალ წელს კიდევ ვეცდებით."
"პედრისთან და გავისთან ერთად, ვფიქრობ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა."
"ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, რომ გავუმჯობესდეთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ შარშანდელთან დიდი ცვლილებები შეიჩნევა." - თქვა ჩავიმ.