2 წლის წინ
რონალდ არაუხოს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ!
რონალდ არაუხოს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ!

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 24 წლის მოთამაშე, რონალდ არაუხო მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მცველი გახლავთ.

უკვე დიდი ხანია ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მიუნხენის “ბაიერნს” სურს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, გრიმ ბაილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაუხოს შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ჩელსის”, “არსენალსა” და “ნიუკასლსაც” სურთ.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, რონალდ არაუხოს პრიორიტეტი ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ კატალონიის “ბარსელონაში” თამაში გახლავთ.


Facebook კომენტარები