2 წლის და 3 თვის წინ
ლამინე იამალი: “საგოლე პასისთვის ჟოაო ფელიქსს მადლობა გადავუხადე”
ლამინე იამალი: “საგოლე პასისთვის ჟოაო ფელიქსს მადლობა გადავუხადე”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ოსასუნა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ლამინე იამალმა შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

“მე ჟოაო ფელიქსს საგოლე გადაცემისთვის მადლობა გადავუხადე. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გოლი გავიტანე. მე არ ვარ ის ადამიანი ვინც წყვეტს ჩემს ფინალურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაწყებას. თუ მწვრთნელები ასე გადაწყვეტენ, მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდს გოლით დავეხმარე, თუმცა პირველ რიგში, ფინალში გასვლა მახარებს. ჩემი აზრით, მადრიდის დამარცხება ფინალში ჩვენთვის გარდამტეხი იქნება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”. - განაცხადა იამალმა.

ცნობისთვის, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” ფინალური დაპირისპირება 14 იანვარს 23:00 საათზე შედგება.


Facebook კომენტარები