"ბარსელონა" ევროპა ლიგას წინასაფლეიოფო ეტაპიდან გამოეთიშა.
კატალონიური გრანდი გუშინ "მანჩესტერ იუნაიტედთან", ანგარიშით 1:2 დამარცხდა. წყვილის პირველი მატჩი ფრედ (2:2) იყო დასრულებული, ამიტომ მერვედფინალის საგზური "წითელმა ეშმაკებმა" მიიღეს.
მორიგი პრინციპული ჯახის წაგება კარგი ამბავი ნამდვილად ვერ არის, თუმცა ჟურნალისტი ხავი მიგელი წერს, რომ ფეხბურთელებზე ეს დიდად ვერ იმოქმედებს.
"ევროპა ლიგიდან გავარდნას გასახდელზე დიდი ნეგატიური ეფექტი ვერ ექნება.
"ბარსელონას" პრიორიტეტებად ყოველთვის ლა ლიგა და კოპა დელ რეი ითვლებოდნენ. გუნდმა შიდა ტრიპლეტი უნდა მოიგოს: ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი," - ამბობს მიგელი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასი "ბარსამ" იანვარში მოიგო, ლა ლიგაში "ლურჯ-ბროწეულისფრები" მეორეადგილოსან "რეალს" 8 ქულით უსწრებენ, ხოლო კოპა დელ რეის ნახევარფინალში იმავე "რეალთან" ელით ორმატჩიანი დაპირისპირება.
სამეფო თასის პირველი "კლასიკო" 2 მარტს გაიმართება და მას "სანტიაგო ბერნაბეუ' უმასპინძლებს.