logo

"ბარსელონა" პოჩეტინოს დაუკავშირდება

"ბარსელონა" პოჩეტინოს დაუკავშირდება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ახალი თავკაცის ძებნაშია გართული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" უარი უკვე მიიღეს ჩავი ერნანდესისა და რონალდ კუმანისგან, ახლა კი მათ სხვა კანდიდატი ამოიღეს სამიზნეში.

ესპანური გამოცემა RAC1 იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" მაურისიო პოჩეტინოსთან დაკავშირება აქვს დაგეგმილი. წყაროს თანახმად, "ბარსას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს არგენტინელ სპეციალისტთან დიდებული ურთიერთობა აქვს, რაც შეთანხმების შანსებს ზრდის.

მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაურისიო წარსულში "ესპანიოლს" ედგა სათავეში და მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს არასდროს დაიკავებდა.

6 თვის წინ
464 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ