2 წლის და 3 თვის წინ
“ჩვენ შეგვიძლია საფეხბურთო სამყაროს ვანახოთ, თუ რა შეგვიძლია” - ჩავი მატჩის შემდეგ
“ჩვენ შეგვიძლია საფეხბურთო სამყაროს ვანახოთ, თუ რა შეგვიძლია” - ჩავი მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ოსასუნა” ანგარიშით 2:0 დაამაცრხა.

მატჩის შემდეგ კატალონიელთა თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა:

“გარკვეულ მოემნტებში კარგად გამოვუყურებოდით. ოსასუნა საკმაოდ კარგი გუნდია და ჩვენ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, ლამინე იამალი და პედრი შემოსვლის შემდეგ კარგად გამოიყურებოდნენ. მე ბედნიეტი ვარ, რომ ჟოაო ფელიქსმა შემოსვლის შემდეგ კარგად ითამაშა. გულახდილი რომ ვიყო, თამაშის დროს ანდრეას კრისტენსენის მხრიდან ჯარიმა დავინახე, თუმცა თამაშის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში კარგად ვითამაშებთ, როგორც შარშან. ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და შეხვედრით ვისიამოვნებთ. ჩვენ დომინანტები ვიყავი. ფრენკისა და ილქაი გიუნდოგანის წყალობით კარგად გავაკონტროლეთ ცენტრი. პედრის შემოსვლის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ლამინე ბურთთან ერთად ფანტსასტიკურია. ის ყველა დუელში შედის და საოცარ დრიბლინგებს გვთავაზობს. ის ნამდვილად გამორჩეული ტალანტია. ჩვენ საოცრად მოტივირებულები ვართ. ეს დიდი ფინალია, ჩვენ შეგვიძლია საფეხბურთო სამყაროს ვანახოთ, თი რა შეგვიძლია, ვითამაშოთ დომინანტურად რეალის წინააღმდეგ და მოვიგოთ თამაში. დროა ჩვენი საუკეთესო თამაში ვანახოთ”. - განაცხადა ჩავიმ.

ცნობისთვის, მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 14 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.


Facebook კომენტარები