2 წლის და 3 თვის წინ
რამდენი ხნით იუქმებს რაფინია - ბოლო ცნობები
რამდენი ხნით იუქმებს რაფინია - ბოლო ცნობები

"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო, რამას მას მოედნის პირველივე ტაიმში დატოვება აიძულა.

27 წლის გარემარბის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "ბლაუგრანამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ რაფინიას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთზე აქვს დაზიანება. 

ფეხბურთელის უქმობის ვადას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" არ აკონკრეტებენ, თუმცა ესპანურ პრესაში ცნობები უკვე გამოქვეყნდა.

Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსას" 11 ნომერი 1 თვის განმავლობაში დააკლდება. მისი დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრისთვისაა მოსალოდნელი.

აი RAC1 კი წერს, რომ რაფინიას თამაში "ნაპოლის" წინააღმდეგაც კი საეჭვოა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის მონაგარი 4 გოლისა და 8 ასისტისგან შედგება. რაც შეეხება "ნაპოლი" - "ბარსელონას", იგი 21 თებერვალსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები