2 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია: შეძლებს თუ არა კანსელუ "რეალთან" თამაშს
ცნობილია: შეძლებს თუ არა კანსელუ "რეალთან" თამაშს

ჟოაუ კანსელუს "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, უკვე გადაწყვეტილია, რომ პორტუგალიელს ესპანეთის სუპერთასის ფინალში ვერ ვიხილავთ. ახლა მხოლოდ ოფიციალური დასტურია საჭირო, რაც სამატჩო განაცხადში ჟოაუს არყოფნით იქნება გამოხატული.

როგორც ირკვევა, 29 წლის ფლანგელი თავს სათამაშოდ მზად მიიჩნევს, თუმცა კლუბი რისკის გაწევას არ აპირებს.

"ბარსელონას" სიფრთხილის საჭიროებას უმძაფრებს ისიც, რომ ტრავმა მუხლის არეშია მიღებული. მსგავსი ტიპის დაზიანებას განსაკუთრებულად უფრთხიან.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ წლის პირველ მატჩში, "ლას პალმასის" წინააღმდეგ დაიტრავმა.

რაც შეეხება "ბარსელონასა" და "რეალის" ჯახს, იგი 14 იანვარს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები