2 წლის და 3 თვის წინ
რამდენად სწორად ჩაითვალა ლევანდოვსკის გოლი - ყოფილი მსაჯის შეფასება
რამდენად სწორად ჩაითვალა ლევანდოვსკის გოლი - ყოფილი მსაჯის შეფასება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ოსასუნა" დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი გოლი მატჩის 63-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო, ილქაი გიუნდოგანის შესანიშნავი პასის შემდეგ.

პამპლონელებმა ამ გოლის უსამართლოდ ჩათვლის შესახებ მატჩის მერე ბევრი ილაპარაკეს. "ოსასუნელთა" აზრით, იქამდე, სანამ გიუნდოგანი ბურთს მიიღებდა, ანდრეას კრისტენსენი მეტოქის წინააღმდეგ დაჯარიმდა.

ამაზე აზრი ყოფილ მსაჯს, მატეუ ლაოსს ჰკითხეს, რომელმაც არბიტრის გადაწყვეტილებას სწორი უწოდა.

"მიღებულ გადაწყვეტილებას ვეთანხმები. კრისტენსენის თამაშში არალეგალური არაფერი ყოფილა.

ფეხბურთელებს ისე უნდათ ხოლმე, რომ მსაჯმა ჯარიმა დანიშნოს, ხშირად ზედმეტად რეაგირებენ," - თქვა მატეუმ.

ლაოსის ეს განცხადება ბევრს გაუკვირდა, რადგან იგი "ბარსას" ქომაგთათვის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მსაჯად განიხილებოდა. კატალონიური გუნდის წევრებისთვის ესპანელს ჯამში 111 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები.


Facebook კომენტარები