2 წლის წინ
4 რამ, რაც ჩავიმ "რეალის" დასამარცხებლად უნდა გააკეთოს
4 რამ, რაც ჩავიმ "რეალის" დასამარცხებლად უნდა გააკეთოს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალს ითამაშებს, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. 

SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უკვე იცის, თუ რისი გაკეთება იქნება საჭირო "სამეფო კლუბის" დასამარცხებლად. გამოყოფილია 4 ძირითადი ამოცანა:

ბურთის ფლობა და დომინანტურ პოზიციაში ყოფნა

"რეალისთვის" მოედნის ცენტრის მოგება

დაცვაში ინდივიდუალური შეცდომებისგან თავის არიდება

4-ნახევარმცველიანი სქემით თამაში

ხვალ რომ მოედანზე 4 ნახევარმცველი იდგება, ამას იმეორებს Mundo Deportivo-ც. წყაროს თანახმად, ფრენკი დე იონგსა და ილქაი გიუნდოგანს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დარჩენილი 2 პოზიციისთვის კი ფერმინ ლოპესი, სერხი რობერტო და პედრი იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, როცა "ბარსამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" პირწმინდად დაჩაგრა (3:1), ჩავიმ გუნდი ასევე 4 შუახაზელით ათამაშა.

ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23 სააათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები