2 წლის და 7 თვის წინ
"ბარსას" "ინტერ მაიამისთან" ამხანაგური სურს - ფლორიდელთა პასუხი
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 2024 წლის პრესეზონსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის.
წყაროს თანახმად, კატალონიურმა გრანდმა დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამის" ამხანაგური მატჩის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ფლორიდელთაგან უარი მიიღო. ამის მიზეზი კლუბის გადატვირთული კალენდარია - ზაფხულში მათ ლიგის თასის მატჩები ელოდებათ.
არადა, "ინტერის" თანხმობის შემთხვევაში, გულშემატკივარი უნიკალური სანახაობის მომსწრე გახდებოდა, რაც ლიონელ მესის "ბლაუგრანასთან" დაპირისპირებას გულისხმობს.
გარდა არგენტინელი მეგავარსკვლავისა, მაიამურ კლუბში "ბარსას" კიდევ 3 ლეგენდა ირიცხება: სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და ლუის სუარესი.
სხვათა შორის, "ინტერ მაიამი" ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ დღეს შეუდგა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი