ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ის გზა, რასაც მისი გუნდი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ უნდა გაჰყვეს.
"აქ ტიტულის მოსაგებად ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, 3 ნახევარმცველით ვითამაშებთ, 4-ით თუ 5-ით. ყველაფერი გადაადგილებაზე, სამკუთხედების შექმნასა და მოედნის მონაკვეთებში უპირატესობის შექმნაზეა დამოკიდებული.
ეს არის ის დნმ, რომელიც იოჰან კრუიფმა 30 წლის წინ შეიმუშავა.
გასულ წელს ჩვენ "ბარსელონათი" ძალიან ამაყები ვიყავით და ახლაც ამ გზას გავყვებით. "რეალის" დასამარცხებლად კრუიფიზმის ერთგულები უნდა დავრჩეთ," - თქვა ჩავი ერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ფინალი "ბლაუგრანამ" სწორედ "სამეფო კლუბს" მოუგო, ანგარიშით 3:1.
რაც შეეხება ხვალინდელ "კლასიკოს", ის 23 საათზე დაიწყება.