3 წლის და 8 თვის წინ
გარნაჩო: "შემდეგ ეტაპზე დიდი გუნდი გავიდა"
ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი გარემარბი ალეხანდრო გარნაჩო ევროპა ლიგიდან "ბარსელონას" გამოთიშვას ხმამაღალი განცხადებით გამოეხმაურა.
"შემდეგ ეტაპზე უფრო დიდი გუნდი გავიდა,"- დაწერა 20 წლის შემტევმა სოციალურ ქსელში.
მატჩის შემდეგ გარნაჩომ "ბარსას" ესპანელ ნახევარმცველს, პედრი გონსალესსაც დასცინა, როცა გამარჯვება პედრის საფირმო ჟესტით - თვალებთან მიტანილი ხელებით აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ "ემიუმ" კატალონიურ გრანდს გუშინ 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ამ ორ გამარჯვებას შორის არსებულ პერიოდში, "ბარსელონამ" მანჩესტერულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი მოუგო და ამ ტურნირის მეოთხედფინალიდანაც გააგდო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი