1 წლის და 12 თვის წინ
“მესი, ალბა, ბუსკეტსი და მე კარიერის ბარსელონაში დასრულებაზე ვოცნებობდით” - ლუის სუარესი
“მესი, ალბა, ბუსკეტსი და მე კარიერის ბარსელონაში დასრულებაზე ვოცნებობდით” - ლუის სუარესი

როგორც მოგეხსენებათ, “ინტერ მაიამიში” კატალონიის “ბარსელონას” 4 ყოფილო ფეხბურთელი: ლეო მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ასპარეზობენ.

ლუის სუარესმა მედიის წარმომადგენლებთან “ბლაუგრანას” შესახებ ისაუბრა:

“მესი, ალბა, ბუსკეტსი და მე კარიერის ბარსელონაში დასრულებაზე ვოცნებობდით. ჩვენ ერთად შევიკრიბებით ესპანეთის სუპერთასის საყურებლად, რადგან ჩვენ გვიყვარს ფეხვურთი და გვიყვარს ბარსა, სუპერთასის ფინალის ყურება კი ყოველთვის სასიამოვნოა. თქვენ უკვე იცით, რომელ გუნდსაც ვგულშემატკივრობთ”. - განაცხადა სუარესმა.

ცნობისთვის, სუპერთასის ფინალი 14 იანვარს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები