ბარტრა: 15 წუთში გმირიდან მძ****ად ვიქეცი

ბარტრა: 15 წუთში გმირიდან მძ****ად ვიქეცი

როგორც მოგეხსენებათ, 16 აპრილს ზუსტად 6 წელი შესრულდა იმ მატჩიდან, როცა კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ყველას გარეთ ბეილის საოცარი გოლით დაამახსოვრდა, რომელმაც მარკ ბარტრას ფაქტობრივად კარიერა დაუსრულა.

ეს გოლი ესპანელმა მცველმა ინსტაგრამ ლაივში ყოფნისას გაიხსენა.

"ბეილის ის გოლი? 15 წუთში გმირიდან მძ****ად ვიქეცი. "ბარსას" პირველი გოლი მე გავიტანე და ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იქნებოდა. ჯანდაბა, ეს ურთულესი იყო. გარეთი ძალიან სწრაფი გახლდათ.

გაბრაზებული ვიყავი, რადგან მითხრეს, რომ მატჩს დელ ბოსკე ესწრებოდა და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა მსურდა. ამის გადატანა ძნელი გამოდგა. მას შემდეგ, რაც ბეილმა გამიკეთა, ვფიქრობდი, რომ ესპანეთის ნაკრებში მოხვედრის შანსი აღარ მექნებოდა.

მახსოვს, რომ მატეო ლაოსი (მატჩის მთავარი არბიტრი) ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ წინსვლა გამეგრძელებინა. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო." - განაცხადა ბარტრამ.

შეგახსენებთ, რომ ახლა მარკი "ბეტისის" რიგებში ასპარეზობს.

7 თვის წინ
855 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ