1 წლის და 12 თვის წინ
ცნობილია: რატომ არ ითამაშა როკემ "ოსასუნასთან"
ცნობილია: რატომ არ ითამაშა როკემ "ოსასუნასთან"

"ოსასუნასთან" გამართულ მატჩში "ბარსელონას" ბრაზილიელ ახალწვეულს, ვიტორ როკეს მონაწილეობა არ მიუღია, რამაც გულშემატკივრებს შორის გაკვირვება გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, 18 წლის შემტევის უთამაშებლობას ლოგიკური მიზეზი ედგა უკან.

Diario SPORT-ის ინფორმაციით, ვიტორი კოჭზე დისკომფორტს გრძნობდა.

ტკივილის შეგრძნება როკეს "ბარბასტროს" წინააღმდეგ, კოპა დელ რეის მეთექვსმეტედფინალში მოგებული მატჩის შემდეგ გაუჩნდა.

სასიხარულოა, რომ "ბარსას" ბოლო ვარჯიშზე ვიტორი სრულყოფილად დაიტვირთა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი "ელ კლასიკოსთვის" მზად იქნება. დიდი ალბათობით, "რეალის" წინააღმდეგ ის სათამაშო წუთებსაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები