"ბარსელონა" ლუკას ბერგვალისთვის ნამდვილ ბრძოლაში ჩაერთო, - წერს Mundo Deportivo.
კლუბი შვედ ტალანტს უკვე დიდი ხანია აკვირდება, რადგან მისი თამაშის ყველა რაპორტი დადებითია. 17 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ფავორიტია სატრანსფერო ბაზარზე არსებულ კანდიდატებს შორის.
"დიუგარდენის" ნახევარმცველს კატალონიურ გრანდში ახალგაზრდული და პირველი გუნდების წევრად განიხილავენ.
წყაროს თანახმად, "ბარსას" ბერგვალის გარემოცვიდან შეატყობინეს, რომ ახალგაზრდას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ შვედეთის ჩემპიონატი მარტამდე არ იწყება, ლუკასი მზადაა, გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიცვალოს. პაბლო გავის ტრავმა და ორიოლ რომეუს ცუდი ფორმა "ბარსელონას" ამ ტრანსფერზე ახლავე ზრუნვისკენ უნდა უბიძგებდეს.
ლუკასით დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "უდინეზე", "ინტერ მილანი" და "აინტრახტ ფრანკფურტიც".
"აინტრახტმა" "დიუგარდენს" 8.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა შვედური კლუბი ნახევარმცველს 10 მილიონ ევროდ აფასებს. მოარული ხმების თანახმად, მათ "ბარსელონას" ერთი წინადადებაც დაბლოკეს, რომლის ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენდა.
ცნობისთვის, ლუკასმა მიმდინარე სეზონში “დიურგარდენის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.