1 წლის და 12 თვის წინ
ჩავიმ შესვენებაზე ფეხბურთელები გააკვირვა - რა მოხდა გასახდელში
ჩავიმ შესვენებაზე ფეხბურთელები გააკვირვა - რა მოხდა გასახდელში

"ბარსელონამ" წლის პირველი დიდი მატჩი ესპანეთის სუპერთაისს ფინალის ეგიდით გამართა და იქ მადრიდის "რეალთან" პირწმინდად განადგურდა, ანგარიშით 1:4.

"სამეფო კლუბმა" შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც ორბურთიანი სხვაობით (3:1) მოიგო. "თეთრებმა" მეტოქის დაცვის ხაზის მიერ დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოიყენეს, "ბლაუგრანას" სხვა რგოლები კი ამ შეცდომების თავიანთი კარგი თამაშით გადაფარვას ვერ ახერხებდნენ.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის მიერ შესვენების დროს ნათქვამი სიტყვა საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ სურათს, რასაც გულშემატკივარი მოედანზე ხედავდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი უჩვეულოდ მშვიდი იყო. 

ფეხბურთელები ჩავისგან ისეთ კრიტიკის ქარცეცხლს ელოდნენ, რომელიც მათ "ალმერიასთან" შეხვედრის შესვენებაზე დაატყდათ (რამაც, სხვათა შორის, იმუშავა). საპირისპიროდ, ახალგაზრდა სპეციალისტი ზედმეტად რბილი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მომდევნო მატჩი კოპა დელ რეის ეგიდით, "უნიონისტასის" წინააღმდეგ ელოდება.


Facebook კომენტარები