1 წლის და 12 თვის წინ
"ბარსას" ფეხბურთელთა განცდები - ხმები გასახდელიდან
"ბარსას" ფეხბურთელთა განცდები - ხმები გასახდელიდან

ესპანური SPORT "ბარსელონას" ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ წერს.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულიფრებმა" მადრიდის "რეალთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხი ძალიან განიცადეს. ისინი ფიქრობენ, რომ მათ სასიკეთოდ უკვე აღარაფერი ხდება.

"ბლაუგრანას" მოთამაშეთა რწმენით, გულშემატკივრებისთვის იმის თქმა, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ტყუილი იქნება.

SPORT-მა ასევე გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კატალონიურ გრანდში მძაფრად დგას.

თავად ფეხბურთელებიც აღიარებენ, რომ მათ რიგებში არ მოიძებნა ლიდერი, რომელიც თანაგუნდელებს ემოციურ მხარდაჭერას გაუწევს.

ასეა თუ ისე, "ბარსას" სამი ტიტულის მოგების შანსი შემორჩენილი აქვს და წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია, ამიტომ მოთამაშეები გონს დროულად უნდა მოეგონ. 


Facebook კომენტარები