1 წლის და 12 თვის წინ
ვარიანტი გამოჩნდა - ვინ დაუკავშირეს "ბარსას" ჩავის შემცვლელად
ვარიანტი გამოჩნდა - ვინ დაუკავშირეს "ბარსას" ჩავის შემცვლელად
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესის კატალონიის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.

ეს საკითხი განხილვის საგანი განსაკუთრებით "ელ კლასიკოს" შემდეგ გახდა, სადაც "ბლაუგრანა" მადრიდის "რეალთან" 1:4 დამარცხა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ადრიან სანჩესი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ჩავის ერთ-ერთი შემცვლელი, შესაძლოა, მიკელ არტეტა იყოს.

ლონდონის "არსენალის" თავკაცი ბოლო წლებში "მეთოფეებთან" ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ლონდონელთა რიგები დატოვოს.

ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ რა მომავალი ელის ჩავის და ვის მოიყვანენ "ბარსაში", თუ ის გაათავისუფლეს.


Facebook კომენტარები