1 წლის და 12 თვის წინ
ჩავის სხვა გზა არ რჩება - რას აპირებს მთავარი მწვრთნელი
ჩავის სხვა გზა არ რჩება - რას აპირებს მთავარი მწვრთნელი

"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვითი ტიპის ნახევარმცველის შეძენა სურდა, თუმცა იმის შანსი, რომ კლუბმა ეს გააკეთოს, ძალიან მცირეა, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მოედნის ცენტრში გაჩენილი პრობლემის მოსაგვარებლად სხვა გზას მიმართავს.

როგორც ირკვევა, ჩავი აპირებს, რომ საყრდენის პოზიციაზე გუნდის ცენტრალური მცველი, ანდრეას კრისტენსენი აწიოს.

განსაკუთრებით ხშირად "მაესტრო" ასე მნიშვნელოვან მატჩებში მოიქცევა.

27 წლის დანიელი ნახევარმცველის როლში რამდენჯერმე გვინახავს, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამის კეთება მას სტაბილურად მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდის ერთადერთი ნომინალური საყრდენი, ორიოლ რომეუ კატასტროფულ ფორმაშია.


Facebook კომენტარები