1 წლის და 12 თვის წინ
შეხვედრა ვარჯიშამდე - რა ითქვა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს შორის
შეხვედრა ვარჯიშამდე - რა ითქვა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს შორის

სამშაბათის სავარჯიშო სესიის დაწყებამდე, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ხანგრძლივი და გულწრფელი შეხვედრა ჰქონდათ. ამის შესახებ SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი იუწყება.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცს მიაჩნია, რომ გუნდმა "კლასიკოში" განცდილი მარცხი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს და ახალი ფურცელი გადაშალოს, რადგან სეზონის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი იმაზე გახლდათ გაკეთებული, რომ დიდი გუნდებისთვის კონკურენციის გასაწევადა და ტიტულებისთვის საბრძოლველად საქმისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებაა საჭირო. ეს ითქმის როგორც ფეხბურთელებზე, ასევე მწვრთნელებზე, რომლებიც თავიანთ პასუხისმგებლობას სრულად იაზრებენ.

დასკვნა შემდეგნაირი გახლდათ - საკუთარი თავი ყველამ უკეთესი უნდა გახადოს და ეს დაუყონებლივ უნდა მოხდეს.

განსაკუთრებულ იმედს კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალზე ამყარებენ. მათი რწმენით, "ნაპოლის" გამოგდების შემთხვევაში, ფეხბურთელები თავიანთ ძალებს ირწმუნებენ. ცხადია, საწინააღმდეგო შედეგი გუნდის რთულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს "ბარსა" ნეაპოლელთა წინააღმდეგ 21 თებერვალს გამართავს.


Facebook კომენტარები