3 წლის და 2 თვის წინ
არაუხო "ალმერიასთან" შეიძლება დაასვენონ
არაუხო "ალმერიასთან" შეიძლება დაასვენონ

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის 82-ე წუთზე რონალდ არაუხო მოედნიდან გაიყვანეს და იგი მარკოს ალონსომ შეცვალა.

"ბარსელონას" მცველის მინდვრიდან გასვლის მიზეზი ის დისკომფორტი გახლდათ, რომელიც მან განმზიდველ კუნთზე იგრძნო.

Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" ბედნიერნი არიან, რადგან არაუხოს სერიოზული დაზიანება არ აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შანსი, 23 წლის უკანახაზელმა შაბათს "ალმერიასთან" არ ითამაშოს და დაისვენოს.

ჩავის უნდა, რომ არაუხო შუა კვირაში გასამართ "კლასიკოს" სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

ცნობისთვის, მადრიდის "რეალს" კატალონიელები 2 მარტს, კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველი მატჩის ეგიდით შეხვდებიან.


Facebook კომენტარები