2 წლის და 8 თვის წინ
ლინგარდი "ბარსელონაში" - რამდენად რეალურია ტრანსფერი
ავტორი
Aa
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავისუფალმა აგენტმა, ჯესი ლინგარდმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა.
აღნიშნულ ცნობას დღეს Mundo Deportivo გამოეხმაურა. კატალონიური გამოცემის შეფასებით, ინგლისელი შემტევი ახლა "ბლაუგრანასთვის" ყველაზე ხელმისაწვდომი ფეხბურთელია.
ლინგარდი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უფასოდ შეუერთდება. გარდა ამისა, ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები მის ტრანსფერს არ შეაფერხებს, რადგან ჯესის დაბალი ხელფასი ექნება.
ცხადია, "ბარსასთვის" მთავარი დაბრკოლება ის უნდა იყოს, რომ ინგლისელს ფეხბურთი გასული წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია. უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც იგი უგუნდოდაა.
ჯესის ბოლო გუნდი "ნოტინგემ ფორესტი" გახლდათ. იქ ჩატარებულ 20 მატჩში მან 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
10 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
11 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
11 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
12 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი