2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსამ" ჰენდერსონზე უარი თქვა - რა იყო ამის მიზეზი
ავტორი
Aa
ჯორდან ჰენდერსონმა რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა, - იუწყება Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
ინგლისელი ნახევარმცველის გარემოცვამ კარგად იცოდა, რომ "ბლაუგრანა" სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველს ეძებდა.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობამ შეთავაზება განიხილა, თუმცა იგი უარით გაისტუმრა.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კლუბმა ჰენდერსონის დამატება ვერ მოახერხა, ის გახლდათ, რომ ფინანსურ ფეარ-პლეიში გაჩენილი თავისუფალი სივრცე ვიტორ როკეს დარეგისტრირებას მოხმარდა.
"ბარსას" უარი არ ნიშნავს, რომ "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს არაბულ "ალ იტიფაქში" მოუწევს გაჩერება. ჰენდერსონის "აიაქსში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი