logo

მესი თუ რონალდუ - ბექჰემის პასუხი

მესი თუ რონალდუ - ბექჰემის პასუხი

ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ დროთა განმავლობაში XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვად ჩამოყალიბდა.

ამ შეკითხვაზე პასუხი მრავალ ლეგენდას გაუცია. მათ შორისაა დევიდ ბექჰემიც. ეპოქალურმა ინგლისელმა თავისი არჩევანი მესის სასარგებლოდ 2013 წელს გააკეთა, როცა ის ჯერ კიდევ "პარის სენტ-ჟერმენში" ასპარეზობდა.

საინტერესოა, რომ მაშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დევიდის "პსჟ" სწორედ "ბლაუგრანას" დაუპირისპირდა. ორმატჩიან დუელში კატალონიელებმა სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო გაიმარჯვეს.

ახლა კი ლეგენდარულმა ინგლისელმა Telef-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

"მესი და რონალდუ დანარჩენებს აღემატებიან.

მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, რომ სამყაროში ვინმე ლეოსნაირი იყოს. იგი უნიკალურია და მის დონეზე არც კრიშტიანუ დგას." - განაცხადა  ბექჰემმა.



1 თვის წინ
1595 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ