3 წლის და 8 თვის წინ
ანსუ ტრავმირებულია - რამდენი ხნით იუქმებს ფატი
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის 20 წლის თავდამსხმელი ანსუ ფატი ტრავმირებულია.
ესპანელ შემტევს დაზიანება მარცხენა მუხლზე აღენიშნება. ტრავმა მან დღევანდელი სავარჯიშო სესიისას მიიღო.
ჟურნალისტი ხავი მიგელი ირწმუნება, რომ ფატი 5-7 დღის განმავლობაში იუქმებს. 2 მარტს გასამართ "ელ კლასიკოში" მისი მონაწილეობა გამორიცხული ჯერ კიდევ არაა.
რაც შეეხება კვირას, "ალმერიასთან" ჩასატარებელ შეხვედრას, მარცხენა შემტევის პოზიციას იქ ფერან ტორესი დაიკავებს.
მიმდინარე სეზონში ანსუმ 34 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი