როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ესპანეთის თასის მერვედფინალში "უნიონისტას დე სალამანკა" დაამარცხა, ანგარიშით 3:1.
კატალონიელები წინ გაჭრას მეორე ტაიმის შუაწელამდე ვერ ახერხებდნენ, თუმცა "ბლაუგრანას" მცველმა, ჟიულ კუნდემ მეტოქის კარი შორეული გასროლით აიღო. კუნდეს გოლის შესახებ "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.
"კუნდეს გოლი ნამდვილი გოლია. ეს დიდებული იყო.
სათადარიგოთა სკამისკენ შევტრიალდი და ვთქვი, რომ ასეთ მატჩებში საჯარიმოს გარედან ხშირად უნდა ვურტყათ. ამისთვის საჭირო ფეხბურთელები გვყავს: ფრენკი, პედრი, გიუნდოგანი...
მეტოქის საჯარიმოს წინა სივრცეს ჩვენ ვიკავებთ და ამით უნდა ვისარგებლოთ კიდეც," - თქვა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მეოთხედფინალში თავიანთ მეტოქეს დღეს შეიტყობენ. წილისყრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.