1 წლის და 11 თვის წინ
ბერგვალის დასტური მიღებულია - "ბარსელონას" გეგმა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ლუკას ბერგვალის თაობაზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
წყაროს თანახმად, გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ "დიუგარდენთან" შეთანხმებას "ბლაუგრანამ" ახლა მიაღწიოს, თუმცა ტალანტი შვედურ კლუბში სეზონის ბოლომდე დატოვოს.
17 წლის ნახევარმცველით ფრანკფურტის "აინტრახტიც" დაინტერესებულია, მაგრამ ლუკასს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს თამაში.
Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, ბერგვალმა "ბარსას" თანხმობა უკვე მისცა.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაუჯდება კატალონიურ გრანდს ლუკასის დამატება. მოარული ხმების მიხედვი, "დიუგარდენი" მასში 10 მილიონ ევროს ითხოვს.
აქვე გეტყვით, რომ ბერგვალმა“დიურგარდენის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი