logo

ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები - როგორი იქნებოდა "ბარსას" XI რონალდუსთან ერთად (ფოტო)

ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები - როგორი იქნებოდა "ბარსას" XI რონალდუსთან ერთად (ფოტო)

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, განაცხადა, რომ 2009 წელს "ბარსელონა" კრიშტიანუ რონალდუს შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული, თუმცა პორტუგალიელის არჩევანი "სამეფო კლუბზე" შეჩერდა. 

Tribuna.com-მა კრიშტიანუს შესაძლო ტრანსფერი "ბარსელონაში" მაინც განიხილა და შემოგვთავაზა საკუთარი ვარიანტი, თუ როგორი იქნებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობა ამ შემთხვევაში. 

სავარაუდოდ, რონალდუ ცენტრ-ფორვარდის პოზიციას დაიკავებდა. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალში" უკვე მცირე ხნით ფლანგზე თამაშის შემდეგ, კრიშტიანუ ისედაც ფაქტობრივად ცხრიანი გახდა. 

დადებით მხარეები

პორტუგალიელის "ბარსაში" ტრანსფერით საშუალება გვექნებოდა, ფეხბურთის ორი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ერთად გვეხილა. ისინი, ალბათ, უამრავ ტიტულს მოიგებდნენ და უამრავ გოლსაც გაიტანდნენ.

უარყოფითი მხარეები

სავსებით შესაძლებელია, მესისა და რონალდუს ისეთი მრისხანე დუეტი ვერ შეექმნათ, როგორიც ზემოთ აღვნიშნეთ. მთელი კარიერის მანძილზე ისინი გუნდის ლიდერები იყვნენ და ერთმანეთს, შესაძლოა, ვერ შეწყობოდნენ. წლების მანძილზე მათ სწორედ ერთმანეთის კონკურენცია აძლიერებდათ.




6 თვის წინ
673 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 880
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ