logo

მესიმ საჯარიმო დარტყმის შესრულების საიდუმლო გაამხილა

მესიმ საჯარიმო დარტყმის შესრულების საიდუმლო გაამხილა

"ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის ოფიციალურ არხთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მრავალ საკითხს შეეხო. "ლა პულგას" იმ იარაღზეც მოუწია საუბარი, რომელიც უკანასკნელ ხანებში საოცრად დახვეწა - საჯარიმო დარტყმებზე.

"საჯარიმოების შესრულების დროს უფრო მეტად დაკვირვება დავიწყე, რათა დამენახა, მოძრაობდა თუ არა მეკარე ჯარიმის შესრულებამდე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ სად დააყენებს ის ცოცხალ კედელს. თუმცა მთავარი მაინც მუშაობა და ვარჯიშია, და რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო მეტად ვხვეწ ამ კომპონენტს".

"ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც რამდენიმე ბავშვზეა მორგებული. როდესაც ვარჯიშს ვასრულებ, სახლში მოვდივარ, რომ სწრაფად ვისადილო და ისინი სკოლიდან წამოვიყვანო. მათზე უკვე ძალიან დამოკიდებულები გავხდით",
 - განაცხადა ლეომ.

5 თვის წინ
273 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ