1 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია: რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსაში" გრიზმანის "რეალთან" გოლზე
ცნობილია: რა რეაქცია ჰქონდათ "ბარსაში" გრიზმანის "რეალთან" გოლზე

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკომ" "რეალი" ესპანეთის თასის მერვედფინალიდან გამოთიშა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული მატჩი მასპინძლებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს.

შეხვედრის გადამწყვეტი გოლი "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ფრანგმა ვარსკვლავმა მე-100 წუთზე "სამეფო კლუბის" საჯარიმოში დრიბლინგით შეაღწია და ანდრეი ლუნინის კარიც აიღო.

Sport-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდულ დერბის თვალყურს "ბარსელონას" წევრებიც ადევნებდნენ.

წყაროს თანახმად, თვითმფრინავში ყოფნისას, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "უნიონას დე სალამანკას" დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ შინ, გრიზმანის გოლი ხმაურიანად აღინიშნა. 

კატალონიელებმა შვება იგრძნეს, რადგან ესპანეთის თასისთვის ბრძოლაში მათ მთავარი კონკურენტი გამოაკლდათ.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "ბარსელონას" მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება, "ატლეტიკო" კი "სევილიას" დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები